გაკვეთილის თემა
|
საქართველოს ტერიტორიის ფართობი
და საზღვრები
|
სწავლების საფეხური დისციპლინა
და ინტეგრირებული საგნების დასახელება
|
მეორე საფეხური. გეოგრაფიის
გაკვეთილი. მეცხრე კლასი.
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
მეცხრე კლასში სწავლობს
16 მოსწავლე.
|
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები.
|
საქართველოს ტერიტორიის ფართობის
ფორმირებისა და თანამედროვე
მდგომარეობაზე წარმოდგენის შექმნა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრების
თავისებურებების გაცნობა მათი
მნიშვნელობის გააზრება–გაცნობიერება საერთაშორისო ეროვნულ
თუ ადგილობრივ დონეებზე.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგი/ინდიკატორები.
|
აანალიზებს რუკების, გრაფიკების,
ცხრილების, დიაგრამებისა და სქემების საშუალებით წარმოდგენილ
გეოგრაფიულ ინფორმაციას. მოსწავლეებს შეუძლია
განიხილოს საქართველოს მდებარეობა და დაადგინოს
მისი მნიშვნელობა ქვეყნისთვის. მსჯელობს საზღვრების
გატარების თავისებურებებსა და მნიშვნელობაზე.
|
თანმიმდევრობა
|
ვთხოვ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები გადაშალონ
ნახ.1.2,–ზე, დააკვირდნენ მას და უპასუხონ
კითხვებს;–როდის იყო საქართველოს
ფართობი ყველაზე დიდი? –როდის იყო საქართველოს ფართობი
ყველაზე პატარა?–რამდენით არის-შემცირებული საქართველოს
ფართობი ბოლო სამი
საუკუნის მანძილზე?10წთ.
ვთხოვ მოსწავლეებს
წაიკითხონ ინდივიდუალურად ტექსტის
პირველი ნაწილი. ამის
შემდეგ კლასს დავყოფ
ოთხკაციან ჯგუფებად და მივცემ დავალებას.20წთ.
შესრულებული სამუშაოს
შემდეგ ხდება მისი
პრეზენტაცია ბოლოს ვაძლევ
საშინაო დავალებას
საქართველოს ფიზიკური რუკის გამოყენებით
განსაზღვრონ საქართველოს უკიდურესი
წერტილების კოორდინატები.
|
შეფასება
|
ვაჯამებ გაკვეთილს და ვაძლევ მოსწავლეებს
შეფასებას იმის მიხედვით
თუ როგორ მიაღწია
თითოეულმა მათგანმა დასახულ
მიზანს. ვიყენებ განმავითარებელ შეფასებას. ვაკეთებ ჩანაწერებს
თუ რამდენად სწორად
შეასრულეს სამუშაო და როგორი იყო მათი არგუმენტები.და ვაძლევ
რჩევებს.
|
საგანმანათლებლო რესურსები
|
სახელმძღვანელო, სტატისტიკური
ინფორმაციები, საქართველოს ფიზიკური რუკა, საქართველოს კონტურული
რუკა, ევროპის კონტურული რუკა.
|
გაკვეთილის გეგმა
Saturday, 1 June 2013
Subscribe to:
Posts (Atom)